„მაღაზიას ჰყავს მიკედლებული ძაღლი „წესრიგა“. თუ რატომ დაერქვა ეს სახელი-ვიდეოდან კარგად ჩანს. ის პარკირებაზე წაქცეულ ბოძკინტებს კვლავ წამოაყენებს“ – შალვა ოგბაიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:
„თუ არაგვისპირის გავლით სამხედრო გზაზე გავლა მოგიწევთ, დუშეთის ასახვევის მიმდებარედ შეამჩნევთ ერთ კოპწია ავტომობილის სათადარიგო ნაწილების და სხვა სამერნეო ნაწარმის მაღაზიას, რომელიც მცირე მასშტაბის ავტოსერვისსაც გთავაზობთ.
ამ მაღაზიას ჰყავს მიკედლებული ძაღლი ,,წესრიგა”.
თუ რატომ დაერქვა ეს სახელი-ვიდეოდან კარგად ჩანს. ის პარკირებაზე წაქცეულ ბოძკინტებს კვლავ წამოაყენებს. ამბობენ, ვინც ერთხელ მაინც „წესრიგას“ თუნდაც ერთ ფოტოს გადაუღებს და მაღაზიაში თუნდაც ერთ ზეთის ფილტრის იყიდის-ბედს ეწევაო. არ ვიცი ეს ლეგენდა ვინ მოიგონა, მაგრამ მე მაინც შევიძინე ბურღების ანაკრები. წესრიგა და @zari auto გელით 🙂“ – წერს შალვა ოგბაიძე
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „მაღაზიას ჰყავს მიკედლებული ძაღლი „წესრიგა“. თუ რატომ დაერქვა ეს სახელი-ვიდეოდან კარგად ჩანს. ის პარკირებაზე წაქცეულ ბოძკინტებს კვლავ წამოაყენებს“ – შალვა ოგბაიძე. 26 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მაღაზიას-ჰყავს-მიკედლებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi