პოლონეთმა გადაწყვიტა, უკრაინას ცხრა MiG-29 გამანადგურებელი გადასცეს უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) ტექნოლოგიის სანაცვლოდ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ ამის შესახებ TVP-ის გადაცემა World On the Record-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
დეკემბერში პოლონეთის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც პოლონეთი უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს თვითმფრინავების მიწოდების სანაცვლოდ მიიღებს.
„ჩვენ ველოდებით პასუხს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები… ეს სრულიად ტექნიკური დისკუსიებია“, – თქვა ზალევსკიმ. განაგრძეთ კითხვა


