ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჰოლივუდის ვარსკვლავის ოჯახი ადასტურებს.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
დაიან კიტონმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“ და „პირველი ცოლების კლუბში“ შესრულებული როლებით მოიპოვა.
ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებულ მსახიობს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს, 1978 წელს ფილმში – „ენი ჰოლი“ შესრულებული როლისთვის გადაეცა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. 12 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მსახიობი-დაიან-კიტონი-79-წლ/
