სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს.

სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს.

არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. 27 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-9/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi