შაბათი, აგვისტო 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპირველად ისტორიაში, მსოფლიოში პირველი ჩემპიონატია⚽ - პეკინში ავტონომიური რობოტების საფეხბურთო მატჩი გაიმართა

პირველად ისტორიაში, მსოფლიოში პირველი ჩემპიონატია⚽ – პეკინში ავტონომიური რობოტების საფეხბურთო მატჩი გაიმართა

ჩინეთში გაიმართა ისტორიული მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ავტომატურად მოქმედი, სრულად დამოუკიდებელი რობოტები დაუპირისპირდნენ. ღონისძიება, სახელწოდებით RoBoLeague მსოფლიოში პირველი ასეთი ტიპის ჩემპიონატია, სადაც თამაშის ყველა ასპექტს ხელოვნური ინტელექტი მართავდა – სტრატეგიიდან დაწყებული, მოძრაობით დამთავრებული.

მატჩში მონაწილეობდა ოთხი გუნდი, თითოეული სამი რობოტით იყო დაკომპლექტებული. მათ მაღალი სიზუსტის კამერები, სწრაფი რეაგირების სენსორები და პროგრამა AlphaZero-ზე დაფუძნებული ალგორითმები ჰქონდათ, რომელიც მანამდე ჭადრაკსა და გოში ადამიანებს ამარცხებდა. რობოტები ბურთის მდებარეობას 90%-იანი სიზუსტით აფიქსირებდნენ 20 მეტრის მანძილიდან და პასების წინასწარ განსაზღვრაც 85%-იანი წარმატებით გამოსდიოდათ.

თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. ვიზუალური შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, არცერთ მონაწილეს, მათ შორის არც არბიტრებს, თეთრი ტანსაცმელი არ ეცვათ. მატჩში არაერთი კურიოზიც მოხდა: ერთ-ერთი რობოტი „დაშავდა“ და მისი მოედნიდან საკაცით გაყვანა გახდა საჭირო.

ტურნირში გამარჯვება ადგილობრივმა გუნდმა THU Robotics მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:3 დაამარცხა.

  დააკავეს ქალი, რომელმაც ოჯახისგან მალულად გააჩინა ბიჭი და თოვლში ცოცხლად დამარხა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი