შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიპენსიაზე გასულმა მეხანძრემ ინგლისში იშვიათი შუა საუკუნეების დროინდელი ეპისკოპოსის ბეჭედი იპოვა, რომელსაც...

პენსიაზე გასულმა მეხანძრემ ინგლისში იშვიათი შუა საუკუნეების დროინდელი ეპისკოპოსის ბეჭედი იპოვა, რომელსაც აუქციონზე გაყიდიან

68 წლის პენსიაზე გასულმა მეხანძრემ მარკ სელმა, რომელიც ამჟამად განძის მაძიებელია, ნორფოლკში იშვიათი შუა საუკუნეების დროინდელი ეპისკოპოსის ბეჭედი იპოვა, რომელსაც 18 ათას გირვანქა სტერლინგად გაყიდიან. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ნაპოვნ XII-XIII საუკუნეების ოქროს ბეჭედს საფირონის, ზურმუხტის და გრანატის თვლები აქვს.

მარკ სელის თქმით, ის გაოგნებული იყო, როდესაც ტალახში მბრწყინავი ნივთი შენიშნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ადგილებში არა ერთხელ იყო ნამყოფი, თუმცა არასდროს არაფერი უპოვია. მან ბეჭედს მეტალო დეტექტორის მეშვეობით მიაგნო.

მამაკაცმა აღმოჩენის შესახებ მიწის მფლობელს შეატყობინა. ბეჭედი საგრაფოში ნაპოვნი ნივთების ინსპექტორს გადასცეს. რელიკვია დროებით ბრიტანეთის მუზეუმში გადაიტანეს, რის შემდეგადაც აუქციონზე გატანა გადაწყვიტეს, რომელიც 26 მარტს გაიმართება. განძის მაძიებელი მარკ სელი შემოსულ თანხას იმ მიწის მფლობელთან გაიყოფს, სადაც XII-XIII საუკუნეების უიშვიათეს ოქროს ბეჭედს მიაგნო.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ექვსი წესი, რომელთა დაცვითაც მერილ სტრიპი არ ბერდება - ოსკაროსანი მსახიობის საიდუმლო ამოხსნილია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი