16 მარტის ღამეს, მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესამე შემთხვევაა, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთში მოხდა. მაშველებმა და მოქალაქეებმა მძღოლი მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. თუმცა, 4 მარტს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ფაქტს ეხმაურება მომღერალი ნინი ბადურაშვილი. მისი თქმით, საჭიროა, საპატრულო პოლიციამ თბილისის რამდენიმე საავტომობილო მონაკვეთზე კონტროლი გაამკაცროს.
“ღამის საათებში დიდი რბოლები რომ იმართება ცენტრალურ ქუჩებზე, ალბათ, გინახავთ თქვენც! მაგალითად, აბაშიძის ქუჩაზე, გუშინ ღამით, რამდენიმე მანქანამ ისეთი სისწრაფით ჩაიარა, იმედია, სახლში მშვიდობით მივიდა და არავინ დაუზიანებია! ამ დროს სად არის პატრული? ყოველ ღამე ასეა!
ასევე, დიღმის ტრასაზე საშინელი სისწრაფით დადიან მანქანები! მგონი, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს პატრულმა ღამის საათებში და უფრო მეტნი უნდა იყვნენ იმ ქუჩებზე, სადაც რბოლები აქვთ მოწყობილი!“ – წერს ბადურაშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). “სად არის პატრული? ყოველ ღამე ასეა!” – რას წერს ნინი ბადურაშვილი?. 17 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სად-არის-პატრული-ყოველ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
