„პაციენტი კონტაქტურია – თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა“-ლევან რატიანი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტი კონტაქტურია,

„პაციენტის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკის. კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრების რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – აღნიშნა რატიანმა.

არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „პაციენტი კონტაქტურია – თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა“-ლევან რატიანი. 8 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პაციენტი-კონტაქტურია-თ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi