თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება – 420 ლარიდან 1 222 ლარამდე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.

როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს.

„ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობილი ხდება, რომ ამ მიმართულებით ერთი გზის ეკონომ-ბილეთით მგზავრობის ფასი 420 ლარიდან დაიწყება, რაც შეეხება ბიზნეს-კლასს, მგზავრობის საფასური ამ შემთხვევაში მინიმუმ 1 222 ლარი იქნება.

მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება – 420 ლარიდან 1 222 ლარამდე. 12 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისიდან-ბათუმის-მიმარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi