პატრიარქი შიო III: „ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის. იგი ასრულებს თავის დანაპირებს თავისი მადლით, თავისი სიტყვით“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება საბურთალოს ამაღლების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ ჩაატარა. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის. იგი ასრულებს თავის დანაპირებს თავისი მადლით, თავისი სიტყვით. თუ ზოგიერთი ჩვენგანი ამ მის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში, ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი. ამას უფალს რომ კითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული.

ეს დიდი მოვლენა შთაგვაგონებს, რომ როგორც გვასწავლის მოციქული პავლე, ჩვენი მოქალაქეობა უნდა იყოს ზეციერი, ზეცაშია ჩვენი მოქალაქეობა, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარსაც იესო ქრისტეს და რომ გვმართებს ვფიქრობდეთ, ზეცისას და არა მიწისას”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პატრიარქი შიო III: „ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის. იგი ასრულებს თავის დანაპირებს თავისი მადლით, თავისი სიტყვით“. 21 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პატრიარქი-შიო-iii-ჩვენ-ვხედ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi