გილოცავთ ამაღლებას! – ამაღლება — ამაღლება, აღდგომიდან მეორმოცე, ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

გილოცავთ ამაღლებას!

მართლმადიდებელი ეკლესია 21 მაისს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა აღევლინა.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფები და ლოცვის დროს ამაღლდა ზეცად. შესცქეროდნენ მოციქულები  და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც.

გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა, რადგან უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა:

„მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ“.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქრის­ტე თა­ვის მო­წა­ფე­ებს აღ­დგო­მი­დან 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეცხა­დე­ბო­და და სა­სუ­ფევ­ლის შე­სა­ხებ მო­უ­თხრობ­და. აღ­დგო­მი­დან მე-40 დღეს მო­წა­ფე­ე­ბი გა­ლი­ლე­ი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში ერთ სახ­ლში შე­იკ­რიბ­ნენ, სა­დაც მათ მა­ცხო­ვა­რი გა­მო­ე­ცხა­დათ. იე­სომ შეკ­რე­ბილთ აღუთ­ქვა, რომ მალე მო­უვ­ლენ­და სუ­ლიწ­მინ­დას და უბ­რძა­ნა, იე­რუ­სა­ლი­მი­დან არ წა­სუ­ლიყ­ვნენ.

ქრის­ტემ შემ­დეგ ისი­ნი ბე­თა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნა და ელე­ო­ნის მთა­ზე ამაღ­ლდა. მა­ნამ­დე უფალ­მა შეკ­რე­ბილ­ნი აკურ­თხა. ვიდ­რე მო­წა­ფე­ე­ბი ცას შეჰ­ყუ­რებ­დნენ, თეთ­რად მო­სი­ლი ორი კაცი ეჩ­ვე­ნათ. მათ შეკ­რე­ბი­ლებს უთხრეს, რომ ასე­ვე იხი­ლავ­დნენ ზე­ცი­დან მო­მა­ვალ უფალს

ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის.
სარწმუნოების სიმბოლოში, მრწამსში, ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გილოცავთ ამაღლებას! – ამაღლება — ამაღლება, აღდგომიდან მეორმოცე, ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეა. 21 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გილოცავთ-ამაღლებას-ამაღ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi