შაბათი, მაისი 23, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაპატრიარქი შიო III: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა,...

პატრიარქი შიო III: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში… ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება

ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში… ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III ქადაგებისას წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარევ, ძვირფასო მეუფევ, მამებო, ძმებო და დებო!

გილოცავთ დღევანდელ დღეს – აფხაზეთობას, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას. მოგეხსენებათ, ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი, ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. აფხაზეთში, სამაჩაბლოში ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც, ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის.

ვფიქრობთ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას, და ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში.

მაგრამ, ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე, ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. უკვე რამდენი წელი გავიდა, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვრწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება, როგორც ყოველი დიდი საქმე. მარტო ადამიანური ძალებით, როგორც ამბობს უფალი, ხომ გახსოვთ? – „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.

აი, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ლოცულობს რაიმე პირადი პრობლემის გამო, პირადი საქმისთვის, იგი აუცილებლად უნდა ეცადოს, გამოსწორდეს, რაღაც ცოდვები გამოასწოროს, მანკიერებები, რომლებიც უშლის მას უფალთან დაახლოებაში, მადლის მიღებაში. თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს, უფალი მას აუცილებლად ეხმარება.

  ხმაურიანი დაბრუნება - ბიძინა ივანიშვილის ახალი გზავნილები

მაგრამ როდესაც ლოცულობს მთელი ერი ან დიდი რაოდენობა ხალხის, იქაც შესაბამისად, ეს სულიერი ცხოვრების კანონია, მაშინ ეს სიმრავლე ხალხისა უნდა ცდილობდეს, გამოასწოროს ის მანკიერებები და ცოდვები, რომლებიც ხალხში ტრიალებს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ, ვიმეორებ, დიდი მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, გამთლიანების, გადარჩენისა და გაერთიანების მადლი. ამაზე იყო საუბარი დღევანდელ საღვთო ლიტურგიაზე წაკითხულ სახარებაშიც.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან სულთმოფენობამდე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ესაუბრებოდა მოციქულებს იმის შესახებ, რომ მას მოუწევდა თავის ზეციერ მამასთან წასვლა და მათი დატოვება. რა თქმა უნდა, მოციქულები ამის გამო ძალიან წუხდნენ. დღეს წაკითხულ საუბარში, ისევე, როგორც სხვაგან, უფალი მათ ძალიან სანუგეშო სიტყვებს ეუბნება. მაგალითად, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის წავა და ამაღლდება ზეცად, ისინი დიდ სასწაულებს მოახდენენ, ისეთივე სასწაულებს მოახდენენ, როგორც თვითონ ახდენდა. მეტიც, უფრო მეტსაც მოახდენთ, ოღონდ თუ დაიცავთ ჩემს რწმენას, – ამბობს უფალი. ისინი მეტ სასწაულს მოახდენენ არა იმიტომ, რომ იესო ქრისტეზე მეტნი გახდებიან, აღმატებულნი იქნებიან, არამედ იმიტომ, რომ როდესაც უფალი სრულად შევა საღვთო დიდებაში, განდიდდება და ამ საღვთო ძალაუფლებას, ხელმწიფებას სრულად დაეუფლება, მაშინ უფრო მეტ სასწაულებს მოახდენს თვითონ უფალი სულიწმინდის ძალით და თავისი მოწაფეების მეშვეობით.

უფალი ასევე ეუბნება მათ, რომ თქვენ შეგეძლებათ, ღმერთს მიმართოთ ლოცვით, იესო ქრისტეს სახელით (რაც აქამდე არ ხდებოდა) და ღმერთი ყველა თქვენს თხოვნას შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ნუგეში მისი არის ის, რომ მან აღუთქვა მოწაფეებს სულიწმინდის მოვლინება, მაგრამ აქაც პირობას აყენებს: „დაიცავით ჩემი მცნებები და მე შევთხოვ ზეციერ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინისმცემელს, რომელიც მარადიულად თქვენთან იქნება, საუკუნოდ თქვენთან იქნება“ (ინ. 14, 15-16).

ნუგეშინისმცემელს“ უფალი უწოდებს სულიწმინდას, ვინაიდან ის იქნება ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტეს ნაცვლად ჩვენი წინამძღოლი, მფარველი, ნუგეშინისმცემელი. ასევე უფალი ეუბნება მათ ასეთ რამეს: გარდა იმისა, რომ მოგივლენთ ნუგეშინისმცემელს, მექნება თქვენთან უმჭიდროესი კავშირი, მუდამ ვიქნები თქვენთან, „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად“ (ინ. 14, 18).

  არჩილ გორდულაძე: პედაგოგებს არა მხოლოდ სხვა სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ საჯარო მოხელეებიც იყვნენ

აი, ეს საოცარი მონაკვეთია დღეს სახარებიდან წაკითხული. „მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20) და თქვენც, ჩემთან ერთობით, როგორც სიცოცხლის წყაროსთან, იქნებით ცოცხალნი ყოველთვის. აი, ასეთი სანუგეშო სიტყვები იყო წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდა ეკლესიას მიეცა სამარადჟამოდ, ის განუწყვეტლივ მოქმედებს ეკლესიაში, ქრისტიანების გულში, თუ, რა თქმა უნდა, რწმენას იცავენ და სარწმუნოებით ცხოვრობენ ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებში, თუ ასევე რწმენით ვიღებთ მათ, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „მადლით ხართ გამოხსნილები და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღვთის ნიჭია“ (ეფეს. 2, 8-9).

ეს არის ნიჭი ნუგეშინისმცემელი სულიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ველოდებით რამდენიმე დღეში, სულ ერთ კვირაში იქნება სულთმოფენობის დღესასწაული. ჩვენ მას ვევედრებით, რომ მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის, განგვწმინდოს, გაგვაძლიეროს, აცხონოს ჩვენი სულები და მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა და იმ ძმური სიყვარულის აღდგენისა, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის; მადლი იმისა, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით; მოგვცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ!“, – აღნიშნა პატრიარქმა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.