„მოვა დრო, მე ვიპოვი იმ ადამიანებს, ვინც ეს ფარული ჩანაწერები დაგეგმა” – ეკა ბესელია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პოლიტიკოსი ეკა ბესელია გადაცემის, ,,პირველი სტუდია” – ფრაგმენტების” სტუმარია. რომლის ეთერშიც წარსული ფარული ჩანაწერების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მოვა დრო, როდესაც მის დამგეგმავს იპოვის.

,,ერთ დღესაც მე აუცილებლად ვიპოვი იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ფარული ჩანაწერები დაგეგმეს. მოვა ეგ დრო. ეს უკანონო ჩანაწერები ვინც გააკეთა თანამდებობის პირი იყო. შემდეგ როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში რამდენიმე ადამიანი გაასამართლეს და ჩანაწერები მოგვიანებით გამოიყენეს, მანამდე ვერ ბედავდნენ.

ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელიც გაასამართლეს ჩემთან პატიების სათხოვნელად მოვიდა. არანაირი ემოცია არ მქონდა, მხოლოდ სიბრალულის განცდა მქონდა მის მიმართ”, – საუბრობს ეკა ბესელია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „მოვა დრო, მე ვიპოვი იმ ადამიანებს, ვინც ეს ფარული ჩანაწერები დაგეგმა” – ეკა ბესელია. 4 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მოვა-დრო-მე-ვიპოვი-იმ-ადა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi