ოთხშაბათი, აგვისტო 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაპატრიარქი: „უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ფერი...

პატრიარქი: „უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ფერი ვიცვალოთ; ყველას, ვინც მოსული ვართ ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგვცა რწმენა, მოგვცა, როგორც ჯილდო. ეს ჯილდო არ მოუცია ჩვენი დამსახურებების ან რაიმე შრომისთვის, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ დაინახა ჩვენში ფერისცვალების შესაძლებლობა, რომ ამ რწმენის შედეგად, რწმენის მეშვეობით შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, გარდაიქმნება ჩვენი სულიერი ცხოვრება და ფერს ვიცვლით. აი, ამიტომ მოგვცა მან ეს რწმენა“

„ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მასთან ურთიერთობის გამოსწორებით. უნდა ვეცადოთ, გავხდეთ უფრო მომთმენნი… ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით; ვეცადოთ, მოვემსახუროთ ადამიანებს, დავეხმაროთ მათ…

ვევედროთ უფალს, რომ ჩვენს გულებში მკვიდრობდეს ნათელი ქრისტესი, სიყვარული, სიხარული და მშვიდობა“
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო!
გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს! გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს!
დღეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე საქართველოს ისტორიისთვის, რადგან როგორც მოგვითხრობს „წმინდა ნინოს ცხოვრება“, „ქართლის ცხოვრება“ და სხვადასხვა საისტორიო წყარო, სწორედ ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვით დაიმსხვრა მთავარი კერპები ქართლისა.
ალბათ გახსოვთ ეს ისტორია, რომ იყო კერპების დღესასწაული მცხეთაში. წმინდა ნინოს ლოცვით ამოვარდა საშინელი ქარი, წამოვიდა უზარმაზარი სეტყვა და ამ სეტყვისა და მეხის დაცემის შედეგად სრულად დაიმსხვრა ეს კერპები. ხალხს ძალიან შეეშინდა, მეფემ და დედოფალმა თავი შეაფარეს. ეს არის ასეთი სიმბოლური დღე, როდესაც დასაბამი დაედო წარმართული რწმენის რღვევას და წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობის გავრცელებას სრულიად საქართველოში.
ასე რომ, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღეს. მას შემდეგ უკვე 1700 წელი გავიდა და წელს ვზეიმობთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
როგორც იხილეთ და იცით, ამ დღესასწაულზე ყოველთვის იკურთხება ხილი: ადამიანებს მოაქვთ ბაღის, ვენახის ნაყოფი, ახალი მოსავალი, მაგრამ ხილის კურთხევაში არ არის ფერისცვალების დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა. მაშ, რაშია? უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ფერი ვიცვალოთ; ყველას, ვინც მოსული ვართ ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგვცა რწმენა, მოგვცა, როგორც ჯილდო. ეს ჯილდო არ მოუცია ჩვენი დამსახურებების ან რაიმე შრომისთვის, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ დაინახა ჩვენში ფერისცვალების შესაძლებლობა, რომ ამ რწმენის შედეგად, რწმენის მეშვეობით შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, გარდაიქმნება ჩვენი სულიერი ცხოვრება და ფერს ვიცვლით. აი, ამიტომ მოგვცა მან ეს რწმენა.
ფერისცვალების შესახებ მან ქადაგება დაიწყო დასაწყისშივე, როდესაც ხალხში გამოვიდა და თქვა:შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მთ. 4, 17). სინანული რა არის? ეს არის სწორედ დანახვა იმისა, თუ რა უნდა შევცვალო მე ჩემს სულიერ ცხოვრებაში და დავიწყო ამაზე ზრუნვა. უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას და ფერი უცვალოს. ამისთვის მოვიდა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ რას ნიშნავს ფერისცვალება. უარესებიდან გავხდეთ უკეთესი – აი, მარტივად რომ ვთქვათ. გავხდეთ უფრო კარგი, მაგრამ უფრო კარგი არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით, როგორც ღმერთი ხედავს ამას, რადგან მხოლოდ ღმერთმა იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი.
ეს შეიძლება ადამიანმაც იცოდეს, მაგრამ თუ ღვთისგან არის განსწავლული. თუ ადამიანს ეს ცოდნა ღმერთისგან მიღებული არ აქვს, მაშინ მან არ იცის, სინამდვილეში რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი.
ასე იბადება, ძვირფასო ძმებო და დებო, საშინელი ცდომილებები, ტრაგიკული შეცდომები, რომლებზეც თვით უფალი იესო ქრისტეც გვაფრთხილებდა, მოვა დრო, თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიანო (ინ. 16, 2).
სხვათა შორის, მკვლელობის ერთ-ერთი ფორმა, როგორც ვიცით, ეს არის სიტყვით მკვლელობა. სიტყვითაც შეიძლება მოკლა ადამიანი. დღეს ხდება ეს არცთუ იშვიათად, რომ სიტყვით ისე იმეტებენ, ისე კლავენ ერთმანეთს ადამიანები, თან ზოგიერთ მათგანს ჰგონია, რომ ამით სიკეთეს აკეთებს და ღმერთსაც კი ემსახურება. ასე რომ, ეს სრული ჭეშმარიტება ბრძანა უფალმა.
მაშ, ვფიქრობთ ფერისცვალებაზე: როგორ უნდა დავიწყოთ ფერისცვალება? როგორ უნდა მოხდეს ეს ჩვენში? რით დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მასთან ურთიერთობის გამოსწორებით. უნდა ვეცადოთ, გავხდეთ უფრო მომთმენნი, დავიწყოთ მოთმინება; ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით; ვეცადოთ, მოვემსახუროთ ადამიანებს, დავეხმაროთ მათ; ვეცადოთ, შევუმსუბუქოთ, თუ გნებავთ, სნეულების ან სხვა რაიმე სიმძიმე.
თუ ასე ვიშრომებთ, ვეცდებით, ვიმეორებ, მაშინ უფალიც შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს და შეიძლება გავიდეს რამდენიმე თვე თუ წელი და ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა.
ასე ნელ-ნელა ზარმაცი ადამიანი შეიძლება გახდეს შრომისმოყვარე, სევდიანი და მოწყენილი ადამიანი – ხალისიანი და ომახიანი, ამპარტავანი – თავმდაბალი, ხარბი – ხელგაშლილი, ნაყროვანი – მმარხველი და ა. შ. ბრაზიანი, უკმაყოფილო ადამიანი შეიძლება გახდეს ლმობიერი, მოსიყვარულე, კეთილგანწყობილი ადამიანი.
ასე ნელ-ნელა, როგორც გითხარით, არამხოლოდ ჩვენში მოხდება ფერისცვალება, არამედ ჩვენს ირგვლივაც, ფერს იცვლიან ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ასეთ ადამიანში, ვინც ფერს იცვლის, ვინც სწორდება, ვინც სულიერად ცხოვრობს, ხვდებიან, ეხებიან სიყვარულს, დახმარებას, მოთმინებას, სათნოებებს, მზაობას, რომ ყველანაირი სიკეთე გააკეთონ და არა პირიქით, აწყენინონ, დაჩაგრონ, უგულებელყონ, წაართვან, მოატყუონ და ა. შ.
სწორედ ეს სურს უფალს ჩვენგან, რომ ამ გზით ვიაროთ, რადგან, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდმივად ყოფნა განკითხვაში, უკმაყოფილებაში, მრისხანებაში (რა ვიცი, კიდევ რაც ჩამოვთვალეთ და რაც არ ვთქვით, იმ ვნებებში) ძალიან მძიმე და მტკივნეულია ცხოვრება.
რა არის, საბოლოო ჯამში, ასეთი ცხოვრება? ნამდვილი ჯოჯოხეთია. სწორედ ამ ჯოჯოხეთიდან ნებავს უფალს, გამოგვიყვანოს, გაგვათავისუფლოს და ამიტომ მოგვიწოდებს ფერისცვალებისკენ. ეს არის ჩვენი მოწოდება ამ დღეს. საღვთო დიდება გამოაჩინა, გამოაბრწყინა უფალმა მოციქულების დასანახად, რა თქმა უნდა, როგორც მათ შეეძლოთ ამის დანახვა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, გავხდეთ ამ თაბორის ნათლის თანაზიარნი.
მაშასადამე, რა არის მნიშვნელოვანი ღმერთისთვის, რომ ჩვენში მოხდა ეს ფერისცვალება იმის შედეგად, რომ მან ჩვენში ჩადო რწმენის მარცვალი და მოგვცა ეს დიდი ტალანტი?! როგორი ნაყოფი გამოვიღეთ: ორმაგი, ხუთმაგი თუ ათმაგი? როგორ ნიადაგში ჩავარდა ეს მარცვალი: კეთილ ნიადაგში, ეკლიანში, კლდოვანში თუ ქვიანში? ვინ გავხდით ჩვენ ამ დიდი მადლისა და ტალანტის მოცემის შედეგად, თუ დავრჩით ისეთი, როგორიც ვართ?!
გახსოვთ, მის უწმინდესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ხშირად უთქვამს ეს წმინდა მამებისეული სწავლება, რომ ადამიანი სულიერ გზაზე ერთ ადგილას ვერ ჩერდება: ან წინ მიდის და ვითარდება, ან დეგრადირდება და უკან მიდის (ე. ი. თუ დავმარხეთ ეს ტალანტი მიწაში).
ასე რომ, ვაი მას, ვინც უარესი გახდა კიდევ იმასთან შედარებით, რაც იყო. ეს გზა და საქმე ფერისცვალებისა უნდა იყოს მთელი ჩვენი ცხოვრების საქმე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი სიყვარულით ფერისცვალებას. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ამ მონასტრის დედებს – იღუმენია ქეთევანს, დედებს და დებს და მადლობა ვუთხრა შესანიშნავი და ღირსეული მოღვაწეობისთვის.
მინდა, დავლოცო სრულიად საქართველო. უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის ფერისცვალება, ჩვენი ქვეყნის ფერისცვალება, ქრისტეს გზაზე გაძლიერება და გამთლიანება.
ვევედროთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადოს ამ მარადიული თაბორის შუქის ზიარებისა, ამ შუქის და ნათლის ხილვისა და ამ ხილვით სიხარულისა.
ვევედროთ უფალს, რომ ჩვენს გულებში მკვიდრობდეს ნათელი ქრისტესი, სიყვარული, სიხარული და მშვიდობა. ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
სამთავროს დედათა მონასტერი
19 აგვისტო, 2026 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას, 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ზეიმობს, როდესაც სახარების მიხედვით, მაცხოვარმა თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოციქულებს ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა, რა დროსაც ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ქრისტიანული სწავლებით ეს დღე ადამიანებს ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას ახსენებს.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.