თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება.

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება.

„დედაქალაქში განხორციელებული თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენისას, თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და შემდგომ გადაწყვეტილებებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.

ბუნებრივია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციაც დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება — ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.

აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები სწორედ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება“, – წერია განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება.. 19 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-მერია-რუსთაველი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi