პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ - რუსეთმა და დასავლეთმა 24...

პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ – რუსეთმა და დასავლეთმა 24 მსჯავრდებული გაცვალეს

პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ – რუსეთმა და დასავლეთმა 24 მსჯავრდებული გაცვალეს. მათგან 16 შტატებში, 8 კი რუსეთში დაბრუნდა. აეროპორტებში პატიმრებს, როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, პირადად პრეზიდენტები დახვდნენ.

პროცესში ჩართული იყო გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია და თურქეთი. ცნობილია, რომ გათავისუფლებულებს შორისაა  Wall Street Journal-0  ის” ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩიც, ამერიკის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.

რუსი პოლიტპატიმრები ვლადიმერ კარამურზა, ილია იაშინი, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. რუსეთში დაბრუნდა საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელიც. ვადიმ კრასიკოვსა და სხვა ჯაშუშებს მალე პუტინი ერთგულებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს.

  საფრანგეთი ევროპაში შესაძლო ომისთვის საავადმყოფოებს ამზადებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი