ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაორბელიანის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და რესტორნის გარე ავეჯს ცეცხლი წაუკიდეს

ორბელიანის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და რესტორნის გარე ავეჯს ცეცხლი წაუკიდეს

ორბელიანის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და რესტორნის გარე ავეჯს ცეცხლი წაუკიდეს.

პარალელურად, შსს, ხმოვანი სიგნალის მეშვეობით, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად და მოუწოდებენ მათ, მოარიდონ ბავშვები, ქალები და მოხუცები ტერიტორიას.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყებაში აცხადებენ, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

ცნობისთვის, ათონელის რეზიდენციასთან საპოლიციო დანაყოფებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს და რკინის ჯებირები გაარღვიეს.

ხმოვანი გაფრთხილების შემდეგ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

მანამდე, 19:10 საათზე, ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სამართალდამცველებმა მათი მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ადგილზე ვითარება დაძაბულია.

პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. “დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას – მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს” განაცხადა ზოდელავამ.

  BBC საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს - 210 კილომეტრიანი მოგზაურობა დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილას 
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი