ორბელიანის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და რესტორნის გარე ავეჯს ცეცხლი წაუკიდეს.
პარალელურად, შსს, ხმოვანი სიგნალის მეშვეობით, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად და მოუწოდებენ მათ, მოარიდონ ბავშვები, ქალები და მოხუცები ტერიტორიას.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყებაში აცხადებენ, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
ცნობისთვის, ათონელის რეზიდენციასთან საპოლიციო დანაყოფებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს და რკინის ჯებირები გაარღვიეს.
ხმოვანი გაფრთხილების შემდეგ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
მანამდე, 19:10 საათზე, ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ.
მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სამართალდამცველებმა მათი მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ადგილზე ვითარება დაძაბულია.
პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. “დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას – მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს” განაცხადა ზოდელავამ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ორბელიანის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და რესტორნის გარე ავეჯს ცეცხლი წაუკიდეს. 4 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ორბელიანის-მოედანზე-აქც/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
