ირაკლი კობახიძე: ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და რა თქმა უნდა, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს სწორედ ამ ეროვნული სასახლის დამსახურებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა დედაქალაქის მერიას, პირადად დედაქალაქის მერს კახა კალაძეს. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებული გემოვნებითა და გამორჩეული ხარისხით კეთდება ხოლმე ყველა ასეთი პროექტი, აქედან გამომდინარე, პირადად მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას, თითოეული არქიტექტორს, რესტავრატორს, მშენებელს, ვინც უდიდესი პროფესიონალიზმით გააკეთა ეს უდიდესი საქმე. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ეროვნულ სასახლეს ვუსურვო დიდი წარმატებები მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ირაკლი კობახიძე: ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება. 22 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-ისტორიუ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-28T03:06:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi