ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა.
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, პატარა ვაჩე კვერღელიძე 8 იანვარს დაიბადა და მისი წონა 5.600 კილოგრამია.
“ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები – დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ.
მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!” – წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა. 10 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ოზურგეთში-კლინიკა-მედალ/
