„ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო, ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს – კეკელიძე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული ხუთი დედმამიშვილი 9 იანვარს დაკრძალეს.

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ დაღუპული ბავშვების მამის თავზე მტრედი ზის.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მწერალი გიორგი კეკელიძე და წერს:

„ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო. ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს. უსამართლოდ და ულოგიკოდ, მაგრამ მაინც. მე რელიგიური ადამიანი ვერ ვარ, მაგრამ ის კაცი ვარ, სანუგეშო სიტყვა რომ უკეთესი საყრდენი მგონია, ვიდრე სხვა რამ ნებისმიერი. ამიტომაც, ხან, ალბათ ასე თქმა სჯობს, როგორც ნეტარმა ავგუსტინემ გვითხრა: – „სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი“. მაინც სიტყვაა ყავარჯენი, თუნდაც კოჭლი ყავარჯენი, მაგრამ ერთადერთი, რაც ადამიანს აქამდე მოუგონია. და მე მინდა, რომ მშობლებმა შეძლონ და ახლა ძალა გამოიგონონ – ცოცხლად დარჩენის ძალა. ეს იქნება ჩემი შენათვალი, მეტი არაფერი. მგონი იმ მტრედისაც ეს იყო“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო, ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს – კეკელიძე. 10 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ის-მტრედი-ხომ-საერთო-ციდ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Senior Prompt Engineer

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior DevOps Engineer (Front-end team)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Cloud DevOps (AWS)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Sales manager

თბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T13:36:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi