ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსების გამოქვეყნებას იწყებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსების გამოქვეყნებას იწყებს.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების საბაზრო ფასების ცვლილებას ასახავს.

საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის მონაცემებს, რეგულარული სიხშირით, 2006 წლიდან აგროვებს. მისი ისტორიული მწკრივის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ბაზრის მონაწილეებს, ანალიტიკოსებს, მკვლევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ფლობდნენ ოპერატიულ თემატურ ინფორმაციას. ამასთან, უძრავი ქონების ინდექსებთან ერთად, ეროვნული ბანკი კაპიტალიზაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებასაც იწყებს.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებისა და ქირის ინდექსები ფარავს დედაქალაქის ორ უმსხვილეს ურბანულ სეგმენტს – საბურთალოსა და ვარკეთილს. ინდექსები სწორედ აღნიშნულ სეგმენტებში 1-ოთახიან და 3-ოთახიან ტიპურ ბინებზე შეთავაზების ფასების ღია წყაროებიდან რეგულარული ამოკრეფით, მათი გასაშუალოებითა და შედეგის საბაზისო პერიოდის მიმართ ათვლით მიიღება. კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი გამოითვლება როგორც მოცემული თვის გაწლიურებული საშუალო ქირის ფარდობა იმავე თვის საშუალო ფასთან.

- Advertisement -
Ad imageAd image

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები, კაპიტალიზაციის მაჩვენებელთან ერთად, ყოველთვიურად გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, ინტერაქტიური სტატისტიკის რუბრიკაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსების გამოქვეყნებას იწყებს. 13 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ეროვნული-ბანკი-საცხოვრებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi