კვირა, მაისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიონიდერლანდები და დანია უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემენ

ნიდერლანდები და დანია უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემენ

ნიდერლანდები და დანია მიმდინარე წლის ზაფხულში უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემენ. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

აღნიშნულ ტექნიკას ბოლო რამდენიმე თვეა კაპიტალური რემონტი და ტესტირება უტარდებოდა. ტანკები გერმანულმა კომპანიამ, Rheinmetall-მა გაარემონტა. 2 ტანკს ბოლო შემოწმება უტარდება, ხოლო დანარჩენი 12 უკრაინაში გასაგზავნად მზად არის.

„უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი სამხედრო დახმარება, ის მძიმე ბრძოლებშია ჩართული. ამ ტანკებს უკრაინის ჯარის დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინას 10 ერთეული Leopard 1A5 ტანკი და 20 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder გადასცა. ასევე უკრაინამ სხვა ტიპის ჯავშანტექნიკაც მიიღო.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ჯეი დი ვენსი - ზოგჯერ ევროპელი სახელმწიფო მეთაურები საჯაროდ ამბობენ, ზელენსკისთან ვართ მომავალი ათი წლის განმავლობაშიო, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი