„ჩემი ოცნებაა ფეხზე დავდგე და მომღერალი გავხდე, ბავშვები რომ დადიან, მეც მინდა“ – გაიცანით 9 წლის ნინი გაგუა, რომელიც ვარსკვლავობაზე ოცნებობს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფართო აუდიტორიას 9 წლის ნინი გაგუას აცნობს – ნინი წარმოშობით აფხაზეთიდან არის და ფოთში ცხოვრობს. საზოგადოების ნაწილი მას უკვე იცნობს, ულამაზესი გოგონა ერთ-ერთი სილამაზის კონკურსის გამარჯებულია, ცეკვავს კარგად, ახლა კი გადაწყვიტა, რომ მომღერალი გახდეს.

როგორც ნინი აღნიშნავს, იმის გამო, რომ ეტლით მოსარგებლეა, მის ბებოს ხშირად უწევს ხელში აყვანა და დახმარება, ნინი კი ოცნებობს, ფეხზე დადგეს და მისი თქმით, ბებო აღარ შეაწუხოს:

„ყველაფერზე ვარ მე ბედნიერი, ძალიან მიხარია, გარეთ რომ გამოვდივარ, როცა საქმე არ მაქვს, მაშინ მოწყენილი ვარ. ჩემი ოცნებაა ისევ ფეხზე დავდგე და მომღერალი გავხდე, ხანდახან გარეთ რომ გავიდე – ბებოს ჩემ გამო წვალება არ მოუწევს და თვითონ გავალ გარეთ. ბავშვები რომ დადიან, მეც მინდა.

კარგად რომ მექცევიან და მეც რომ კარგად ვექცევი, ისეთი ადამიანები მომწონს…

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩემი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბევრი ნახვები რომ ჰქონდა, უკვე ვარსკვლავი გავხდი, დიდი ვარსკვლავი რომ გავხდე, ამისთვის დრო მჭირდება.

ბებო თურქეთში წამიყვანს, ექიმები ოპერაციას ჩამიტარებენ, ჩემით ვირბენ და ბებოს არ მოუწევს ჩემი ზურგით ტარება“, – ამბობს ნინი გაგუა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ჩემი ოცნებაა ფეხზე დავდგე და მომღერალი გავხდე, ბავშვები რომ დადიან, მეც მინდა“ – გაიცანით 9 წლის ნინი გაგუა, რომელიც ვარსკვლავობაზე ოცნებობს. 31 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩემი-ოცნებაა-ფეხზე-დავდ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T14:32:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi