შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებანახეთ, რომელ საათზე დაიწყება უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა

ნახეთ, რომელ საათზე დაიწყება უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

„ბილეთის ფასი 32 ლარი ანუ 45 პოლონური ზლოტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი, ასევე მობილურის ნომერი და ელფოსტა. მომხმარებელი კუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებს“, – აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 ტურის შემდეგ საქართველო B1 ჯგუფის ლიდერია. „ჯვაროსნებს“ ჩეხეთსა და ალბანეთზე გამარჯვების შემდეგ 6 ქულა აქვთ.

  რომელი საგანი აირჩია 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა და როგორ იცვლება ბოლო წლებში სტატისტიკა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი