პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებინაყინი სტრესის წინააღმდეგ

ნაყინი სტრესის წინააღმდეგ

როგორ გვეხმარება ნაყინი სტრესთან გამკლავებაში

ნაყინი პირველივე კოვზიდან საოცრად აბალანსებს ემოციებს. საინტერესოა, რატომ ვეძებთ შვებას ტკბილ გემოში მაშინ, როცა სტრესი გვაწუხებს?

ეს უბრალო კაპრიზი არ არის – ნაყინის სიყვარულის ფესვები ტვინის ქიმიასა და ბავშვობის მეხსიერებებს უკავშირდება.

ნაყინი ერთ-ერთი პირველი ტკბილეულია, რომელიც ბავშვობაში გვახარებდა და ჩვენი წარსულის მოგონებებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეზოში ჩამოტარებული პლომბირი, დაბადების დღეები, არდადეგები, ზაფხული და სანაყინეებთან აღმოჩენილი ჯადოსნური ემოციები. ნაყინის ჭამა ჩვენი არაცნობიერი გონებისთვის სიკეთეს, სიმშვიდესა და მზრუნველობას უკავშირდება. სტრესის პირობებში კი ტვინი სწორედ ასეთ „უსაფრთხო ადგილს“ ეძებს და ერთ-ერთი გზა სწორედ ბავშვობის ბედნიერი მოგონებების კადრებად ამოტივტივებაა – ნაყინთან ერთად.

ტკბილი გემო ტვინში ააქტიურებს დოფამინის, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების ჰორმონის გამოყოფასთან. დოფამინი სწორედ ის ქიმიკატია, რომელიც სიხარულს, მოტივაციას და კმაყოფილებას უზრუნველყოფს. ამის გარდა, როცა ტკბილს ვიღებთ, სეროტონინის დონეც იზრდება, რაც ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. ამგვარად, ტკბილი ნაყინი არამხოლოდ გემრიელია, არამედ ბიოქიმიური გზით განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.

ნაყინი

ფსიქოლოგებისა და ნუტრიციოლოგების აზრით, სხვადასხვა გემოს ნაყინს შეუძლია სხვადასხვანაირი ემოციური მდგომარეობის შემსუბუქება:

ვანილის ნაყინი – კლასიკური არჩევანია, რომელიც სიმშვიდესა და ნოსტალგიას იწვევს. შესანიშნავია გადაღლილობის ან გაღიზიანების დროს.

შოკოლადის ნაყინი– ძლიერი ტკბილი გემოა, რომელიც დოფამინის დონეს განსაკუთრებულად სწრაფად ამაღლებს. იდეალურია, როცა საჭიროა „გონების გამოფხიზლება“, ან როცა სევდიანი ხართ.

ნაყინი

მარწყვის ან ხილის ნაყინი – მსუბუქი და მაცოცხლებელია. ხელს უწყობს განტვირთვას, განსაკუთრებით სიცხეში და გადატვირთულ დღეს.

გახსოვდეთ, ნაყინი არ არის უბრალოდ დესერტი, ის შეიძლება გახდეს თქვენი მშველელი, თქვენივე ემოციური მდგომარეობისთვის. როცა სამყაროს ხმაური და ყოველდღიური სტრესი გვფიტავს და გვღლის, პატარა კოვზი ცივი ბედნიერება ნამდვილად არ გვაწყენს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  რჩევები მამაკაცებისთვის-წვერი მოდურად და ესთეტიურად რომ გამოიყურებოდეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი