შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებინაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი...

ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი უკვე მიიღეს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან” პრემიის სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი მიიღო.

„ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის.

ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“, – აცხადებს გურამ კაშია.

  „თვალზე ცრემლი მომადგა და დამბურძგლა“ - რას წერს ნუცა ბუზალაძეზე ფოტოგრაფი, რომელმაც მომღერალს საოცარი ფოტოები გადაუღო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი