პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან...

„ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიიწევდნენ წინ“-ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს. განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს.

„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად, აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციური საფრთხე – ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე. ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ შეერთებულ შტატებს, სრულიად ნათელი იყო – ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიიწევდნენ წინ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.

  დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი