ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ ქრისტეს მოძღვრება...

„წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ ქრისტეს მოძღვრება არის ცხოვრების სიტყვა, მაცხონებელი, მოცემული ღვთისგან, ჩვენი სულის გადარჩენისთვის“-მეუფე შიო

„დღეს ჩვენ ლოცვით მივმართავთ წმინდანებს და გამოვითხოვთ მათ კურთხევას ჩვენი ცხოვრებისეული გზის წარმართვისთვის. ყოველ ჩვენგანს ჰყავს მფარველი წმინდანი, რომლის ხსენებაც წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება. დღეს კი არის ყველა წმინდანის ხსენება ერთად“, – განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი).

მან მორწმუნეებს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის მაცხონებელი.

„ისინი ლოცულობენ დღეს ჩვენთვის; დღეს არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ანგელოზის დღე. ამიტომ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ანგელოზის დღეს.

წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის ცხოვრების სიტყვა, მაცხონებელი სიტყვა, მოცემული ჩვენთვის ღვთისგან, ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ისინი მოწმობენ იმას, რომ იესო ქრისტეს მოსვლამ დედამიწაზე დიადი ნაყოფი გამოიღო. სულიწმინდის გარდამოსვლამ დიადი ნაყოფი გამოიღო, რომ ცათა სასუფეველში, რომელიც გაგვიხსნა უფალმა იესო ქრისტემ, მრავალი ადამიანი შევიდა. ისინი მოწმობენ იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ წმინდა ეკლესია წარმოშობს განსაკუთრებულ ადამიანებს, დიდებულ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა, როგორც წავიკითხეთ დღეს სამოციქულოში წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები (ებრ. 11, 37). ამიტომაც იგივე წმინდა პავლე მოციქული წერს, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ამ ქვეყანას. „ნუთუ არ იცით, რომ წმიდანნი განიკითხავენ ქვეყანას?“ (1 კორ. 6, 2) – წერს იგი.

იმჟამად წმინდანებს უწოდებდნენ ქრისტიანებს, როგორც სულიწმინდით განათლებულ ადამიანებს. სიტყვა „განიკითხავენ“ ამ შემთხვევაში იმას კი არ ნიშნავს, რომ წმინდანები დასხდებიან სამსჯავროზე და გაასამართლებენ ადამიანებს, არა, არამედ იმას, რომ მათი სიწმინდე, კეთილი ცხოვრება, მოშურნეობა, ამხელს და გამოაჩენს სხვების უზრუნველობასა და ცოდვებს.

ამავე მნიშვნელობით უფალი იესო ქრისტე ამბობს ასეთ სიტყვებს: „სამხრეთის დედოფალი აღდგება ამ მოდგმასთან ერთად სამსჯავროზე და განიკითხავს მათ“ (მთ. 12, 42), ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განიკითხავენ მათ (მთ. 12, 41), თორმეტი მოციქული განიკითხავს, განსჯის ისრაელის თორმეტ ტომს (მთ. 19, 28) და არამხოლოდ ადამიანებზეა ასე ნათქვამი, არამედ ანგელოზებზეც. მოციქული ასევე წერს: „ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ ანგელოზებსაც განვიკითხავთ?“ (1 კორ. 6, 3). მხოლოდ, აქ იგულისხმება დაცემული ანგელოზები, დემონები და აქაც სიტყვა „განკითხვა“ იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რომ ჩვენი მოშურნეობა, სულიერება ამხელს და განიკითხავს მათ უდებებას და ბოროტ ცხოვრებას.

  რომელი ქუჩები უნდა გაიაროს ტრამვაიმ, რომლის აღდგენასაც კახა კალაძე გვპირდება

დღეს წმინდა სახარებაში წავიკითხეთ ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 38). ძვირფასო ძმებო და დებო, ამ სიტყვებზე უნდა დავფიქრდეთ ძალიან, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან, სნეულებებისგან და თუ უარვყოფთ ამ ჯვარს, როგორც ამბობს უფალი, არ ვიქნებით მისი ღირსი. ამიტომ ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს – ყველა წმინდანის ხსენებას. მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა თავისი მადლი და წყალობა, რადგან წმინდანთა ლოცვები არის ჩვენთვის წყარო სიმამაცისა, სულიერი ძალებისა ჩვენი მსახურების ღირსეულად აღსრულებისთვის, რომლისკენაც მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, – განცხადა მეუფემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.