იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური, რომელიც ერთ-ერთი საყვარელი ქართული კერძია, – ასე ახასიათებს აჭარულ ხაჭაპურს CNN-ი, რომელმაც ის მსოფლიოს 50 საუკეთესო პურს შორის დაასახელა.
„ნავის ფორმის რბილი ცომი სავსეა კვერცხისა და ყველის უხვი შიგთავსით. ცომის წაგრძელებული ბოლოები კი მისი გემოს უკეთ შეგრძნებაში დაგეხმარებათ.
2019 წელს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხაჭაპური იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობად დაასახელა“ – წერია სტატიაში საქართველოს შესახებ.
ხაჭაპურის გარდა, CNN-ის საუკეთესო პურების რეიტინგში ასევე მოხვდა: ავღანური ბოლანი, სომხური ლავაში, ეგვიპტური ლიბა, ფრანგული ბაგეტი, ინდური ფარატა და ა.შ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „ნავის ფორმის რბილი ცომი სავსეა კვერცხისა და ყველის შიგთავსით“ – აჭარული ხაჭაპური პურის 50 საუკეთესო სახეობას შორის მოხვდა. 20 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნავის-ფორმის-რბილი-ცომი/
