შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მხოლოდ ბასლაინების დახაზვით 10 სატრანსპორტო დერეფანზე ვერ გავალთ“ - რა ეტაპზეა პროექტი

„მხოლოდ ბასლაინების დახაზვით 10 სატრანსპორტო დერეფანზე ვერ გავალთ“ – რა ეტაპზეა პროექტი

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ბასლაინების 70% დედაქალაქში დახაზულია, თუმცა „მხოლოდ ბასლაინების დახაზვით 10 სატრანსპორტო დერეფანზე ვერ გავალთ“.

მისი თქმით, კონკრეტულ ადგილებში არსებობს მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები და კრიტიკული მონაკევეთები. წილოსანი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება.

„რაც შეეხება ბასლაინებს, 70%-ზე მეტი არის დახაზული, თუმცა არის დარჩენილი რთული მონაკვეთები, იქ, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის ჩასატარებელი, ამ შემთხვევაში იგულისხმება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ მიმართულებით ჩართულია როგორც წყალმომარაგების, ისე გაზმომარაგების ელექტრო და ინტერნეტ მომარაგების კომპანიები. არის საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მისი დაგეგმარება და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, თუ რომელი იქნება შემდეგი პროექტი, იმ დერეფანზე, უბრალოდ, დახაზვით ვერ გავალთ. 1 და 2 წელი შეიძლება კონკრეტულის რეაბილიტაციას დასჭირდეს. ჩემთვის ყველაზე კრიტიკული არის გელოვანი და აღმაშენებელი“, – ამბობს ვიქტორ წილოსანი.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წელს ისაუბრა. როგორც კალაძე ამბობდა, „10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად, შეფერხებების გარეშე გადაადგილდება“. აღნიშნული სატრანზიტო დერეფნებია: I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ.-გაბრიელ სალოსის გამზ.); II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ.-მოსკოვის გამზ.); III დერეფანი (თამარაშვილის ქ.-მოსკოვის გამზ.); IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. – ხიზანიშვილის ქ.); V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. -გაბრიელ სალოსის გამზ.); VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. – კუპრაძის ქ.); VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – კუპრაძის ქ.); VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. – სადგურის მოედ.); IX დერეფანი (თავდადებულის ქ. – უნივერსიტეტის ქ.); X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – უნივერსიტეტის ქ.).

  „ტესლას“, „პრადოს“, „ლენდ კრუიზერის“ მფლობელები ყიდულობენ ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას, რათა ბასლაინებზე იარონ“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი