ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს, – განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო ქადაგებისას.
პაპი ჩერნობილის კატასტროფის მეორმოცე წლისთავსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარმა კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე კვალი დატოვა.
„არ დაგვავიწყდეს ის ქურდებიც, რომლებიც დედამიწის რესურსების ძარცვით, სისხლიანი ომებით ან ბოროტების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერით, უბრალოდ ყველას გვართმევენ მშვიდობიანი და მშვიდი მომავლის შანსს.
ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე სიბრძნე და პასუხისმგებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს, რათა ატომური ენერგია ყოველთვის სიცოცხლისა და მშვიდობის მხარდასაჭერად გამოიყენონ“, – აღნიშნა რომის პაპმა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). რომის პაპი: ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს. 27 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რომის-პაპი-ისინი-ვინც-ომე/
