სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიმუნი ხშირად ერევა ალერგიულ გამონაყარში, პაციენტები თავდაპირველად არასწორად მკურნალობენ – დერმატო-ვენეროლოგი

მუნი ხშირად ერევა ალერგიულ გამონაყარში, პაციენტები თავდაპირველად არასწორად მკურნალობენ – დერმატო-ვენეროლოგი

თითქმის ყველა ადამიანი, რომელსაც მუნი აქვს აღმოჩენილი, მანამდე ალერგიის გამო ჩატარებულ მკურნალობას გადიოდა. ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგმა ლიკა ბარელიძემ BMGTV–ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“  განაცხადა.

მისი თქმით, დაავადება ხშირად ერევა ალერგიულ გამონაყარში, რაც არასწორი თერაპიის დაწყებას იწვევს.

„პაციენტების ნაწილი თავიდანვე იწყებს ანტიალერგიული პრეპარატების მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ გამონაყრის შესამჩნევი ნიშნები უკვე აშკარად მიუთითებს სხვა პრობლემაზე. „ჩვენთან მოსულებს თითქმის ყველას ალერგიაზე აქვს ნამკურნალები და დიდი დოზით ანტიჰისტამინები აქვს მიღებული. მუნი პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც იწვევს კანში შემომძვრალი ტკიპა. იგი კანქვეშ მრავლდება და ძლიერი ქავილის, წითელი გამონაყრისა და გაღიზიანების მიზეზი ხდება — განსაკუთრებით თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებთან, წელის არეში ან გულმკერდზე.

ამ დაავადებას ახასიათებს ღამის საათებში გაძლიერებული ქავილი, რადგან ტკიპა უპირატესად სითბოში აქტიურდება და სწორედ ამ დროს დებს კვერცხებს,“ — განმარტა ბარელიძემ.

მისივე თქმით, ინფექცია მარტივად გადადის ახლო ფიზიკური კონტაქტით, ასევე ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცის ან რბილი ნივთების გაზიარებით.

„მუნის დროს, როგორც არ უნდა მოიმატოს ანტიალერგიული მედიკამენტების რაოდენობა, ქავილი მაინც არ ჩაცხრება — ეს განსხვავებაა ალერგიულ რეაქციასა და ამ ინფექციას შორის,“ — აღნიშნა ექიმმა.

ბარელიძის განცხადებით, სწორად დაგეგმილი მკურნალობა გართულებულს არ წარმოადგენს და ერთ კვირაში შედეგიც ჩანს, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დეზინფექციას — აუცილებელია, რომ ოჯახის ყველა წევრმა ან ახლო კონტაქტმა ერთად ჩაიტაროს მკურნალობა, რათა თავიდან აიცილონ ხელახალი გადადება.

პრევენციისთვის ექიმი მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან ჰიგიენის წესები და თავი შეიკავონ პირადი ნივთების სხვასთან გაზიარებისგან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  კანაფის სამართლებრივი სტატუსის ცვლილება აშშ-ში - კანაფთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი