პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ქართულმა...

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ქართულმა ღვინოებმა 96 ჯილდო მოიპოვეს

კონკურსი გასულ კვირას შანხაიში გაიმართა და მასზე წარდგენილი იყო 200 ქართული ღვინო. ხუთდღიანი კონკურსის ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართულ ღვინოს დაეთმო. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამარჯვებულმა ღვინოებმა შემდეგ კატეგორიებში მიიღეს ჯილდოები:

10 – „პლატინა:
44 – „ოქრო“
35 – „ვერცხლი“
2 –„საუკეთესო ტროფი“
5 –„პოპულარული“

დეტალები იხილეთ ლინკზე: http://en.siwc.sh.cn/winning.html

კონკურსს „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.

რიგით მე-19 კონკურსი 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ღვინის უმაღლესი ხარისხის წარმოჩენა და საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის ბაზარზე.

SIWC წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ღვინის მწარმოებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, მედიასა და მომხმარებლებს. გამარჯვებული ღვინოები აქტიურად შუქდება პრესაში და იღებს ფართო აღიარებას.

კონკურსის ორგანიზატორია შანხაის ვაიგაოციაოს თავისუფალი სავაჭრო ზონა (Shanghai Waigaoqiao Free Trade Zone), მსაჯთა გუნდი შედგება 80-მდე ღვინის პროფესიონალისგან, ღვინო ფასდება ბრმა დეგუსტაციის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. გამარჯვებული ღვინო ჯილდოვდება შემდეგ კატეგორიებში: პლატინა, ოქრო, ვერცხლი, ტროფი და პოპულარული.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი