ბრაზილიელი სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი ჟანდირა მარტინი, ცნობილია ლეგნდარული სერიალიდან, “კლონი”, ზორაედეს როლით.
ჟანდირა ახლა 77 წლისაა. ის 1944 წელს ბრაზილიის ქალაქ სანტოსში დაიბადა. ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო თეატრში თამაშით, რამაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი მომავალი. სან პაულოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
თავდაპირველად ცნობილი გახდა როგორც მწერალი, ნიჭიერი სცენარისტი და დრამატურგი. დროთა განმავლობაში რეჟისურას დაეუფლა. ის არ ოცნებობდა დიდებაზე.
ჟანდირას, როგორც კინო მსახიობის დებიუტი 1977 წელს შედგა, როდესაც ითამაშა ფილმში “Será Que Ela Agüenta?”. ამის შემდეგ, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პერიოდულად ჩნდებოდა ეკრანზე. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა. ის სამსახიობო კარიერას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და როგორც მსახიობი, არც თუ ისე ცნობილი იყო, სანამ სერიალ “კლონში“ არ ითამაშა.
ჯანდირა ერთ-ერთია იმ ბრაზილიელ მსახიობებს შორის, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი კინოკომპანია Globo-ზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ Globo-მ გადაიღო საკულტო სერიალი “კლონი“.
მარტინი ყოველთვის თავად ირჩევდა როლებსა და სპექტაკლებს. სცენარისტმა გლორია პერესმა, მარტინის როლების დიდმა გულშემატკივარმა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაარწმუნა ის, რომ “კლონში“ ეთამაშა.
ჟანდირა მარტინი სერიალის ყველა გულშემატკივარს განსაკუთრებულად უყვარს. ბრძენი ზორაიდე ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს მთავარ გმირს, ჰადეს სიტყვითა თუ საქმით. “კლონის“ გამოსვლის შემდეგ, ჟანდირა მარტინი პოპულარული გახდა ბრაზილიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც ტელენოველა აჩვენეს. იხილეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები