მოსახლეობა მომავალი წლიდან, თბილისის გასასვლელში, არაგვის ახალი ხიდით სარგებლობას შეძლებს – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დასავლეთ საქართველოს მიმართულებით თბილისის გასასვლელში, ახალი ხიდის მშენებლობა გრძელდება, სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კილომეტრზე მდებარე არაგვის ხიდის მიმდებარედ ახალი ხიდის ოთხი ბურჯის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს მეხუთე ბურჯის მოწყობა.

„სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პროექტის დასრულების შემდეგ ახალი ხიდი არსებითად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარიანობას ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავტომობილო მონაკვეთზე.

არსებული ხიდი 1973 წელსაა აშენებული. მისი სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად საჭირო ხდება აღდგენითი სამუშაოები, რაც დროებით ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს. ხიდის ტექნიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან აღდგენას, ხოლო კაპიტალური რეაბილიტაცია მოითხოვდა ხიდის ჩაკეტვას ერთ წელზე მეტი ვადით — რაც სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევდა ცენტრალურ მაგისტრალზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, უმოკლეს ვადებში მომზადებულიყო მდინარე არაგვზე ახალი ხიდის სამშენებლო პროექტი და დაწყებულიყო მისი მშენებლობა. ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალი წლიდან შეძლებს,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება კი 20 მილიონი ლარია.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მოსახლეობა მომავალი წლიდან, თბილისის გასასვლელში, არაგვის ახალი ხიდით სარგებლობას შეძლებს – ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 21 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მოსახლეობა-მომავალი-წლიდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi