ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამომრავლდნენ თუ არა გველები დედაქალაქში და როგორ უნდა დავიცვათ თავი, თუ ქვეწარმავალს...

მომრავლდნენ თუ არა გველები დედაქალაქში და როგორ უნდა დავიცვათ თავი, თუ ქვეწარმავალს დავინახავთ

ბოლო პერიოდში მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობს. ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი გადაცემაში “დღის პოსტი” საუბრობს, რეალურად, მომრავლდნენ თუ არა გველები დედაქალაქში, სადაა გიურზას გავრცელების არეალი და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქვეწარმავალს დავინახავთ:

 

– ქვეწარმავლები ცხოვრობდნენ და სულ იქნებიან. აქედან გამომდინარე, ადამიანსა და გველს შორის კონტაქტი ყოველთვის იქნება. მით უმეტეს, როდესაც ქალაქი ასე იზრდება, ბუნებასთან ახლოს გავდივართ და მათ საცხოვრებელ არეალში შევდივართ.

8 წლის განმავლობაში, თითო სეზონზე, 700-800 გამოძახება გვქონდა მხოლოდ თბილისში. ჩვეულებრივი მომენტია. დღეს, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება და ხალხის თვალში იხატება ისეთი სურათი, თითქოს, რაღაც სერიოზულთან გვაქვს საქმე.

გიურზას გავრცელების არეალი თბილისის შემოგარენსაც მოიცავს. დაწყებული ახმეტიდან, ნეკრესის ქედი, დედოფლის წყარო, ქვემო ქართლი – გიურზა აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობს. ასევე, აეროპორტის დასახლების მხარეს, აფრიკის სიახლოვეს, ფონიჭალაში, კრწანისში, შინდისში. ზოგან ცოტა დიდი პოპულაციაა, ზოგან ნაკლები. თუმცა, თბილისში მათი მხრიდან ადამიანების დაკბენის შემთხვევები არ გვაქვს. ათასში ერთხელ იყო ხოლმე, ისიც ბუნებაში და კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე ყოველთვის იყვნენ. გიურზას აღმოჩენის 10-15 შემთხვევა არის ხოლმე. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც გიურზა იქ ხვდება, სადაც ბუნებრივად არ ბინადრობს. ეს უკვე მექანიკური გზითაა გამოწვეული. შესაძლოა, სამშენებლო მასალებს, ავტომობილს გადაჰყვნენ…

ასევე, მშენებლობის დროს იმ გველების ძირითადი ნაწილი, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობენ, იღუპებიან. თხრის დროს მათი ბუნებრივი არეალი იშლება და ნაწილი კვდება. ხოლო, რაც გადარჩება, გარბის.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს ვხედავთ?

გველი უძრავ სხეულს ვერ აღიქვამს. შესაბამისად, აქ რომ “გავშეშდეთ” და 100 გიურზა დავყაროთ, არც ერთი მათგანი არ გვიკბენს… როგორც კი მოძრაობას დავიწყებთ, ის საფრთხეს იგრძნობს. გაშეშება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც ქვეწარმავალს თავზე წავადგებით და ვერაფერს ვასწრებთ. გველი ამ დროს ინტერესს დაკარგავს, საფრთხედ ვეღარ აღგვიქვამს.

  გთავაზობთ ორაგულის 5 მთავარ სარგებელს

სხვა დროს, როდესაც გველს ვხედავთ და სახეობებს ვერ ვცნობთ, არც ერთ შემთხვევაში, მისი მიმართულებით არ უნდა წავიდეთ. სტატისტიკურად, დაკბენის ძირითადი შემთხვევები ხდება მაშინ, როდესაც მის დაჭერას, მოკვლას ვცდილობთ. ფეხის დადგმა, შემთხვევითობის ამბები ძალიან იშვიათია. 99% შემთხვევაში ყველა გველი გაქცევას ცდილობს. არ აქვს მნიშვნელობა, გიურზა იქნება თუ სხვა სახეობა.

კანის შეცვლის დროს გველი თითქმის ვერაფერს ხედავს. ამ პროცესში თვალებიდანაც სძვრება კანი.

გოგირდი დაწვა, ცხვრის მატყლის დაყრა და სხვა საშუალებები – ყველაფერი მითია.

როგორ დავიცვათ თავი?

პირველ რიგში, აუცილებელია, გარემო მოწესრიგებული იყოს. ბალახის მოთიბვა მნიშვნელოვანია. ასევე, ბუჩქებიც ქვეწარმავლებისთვის თავშესაფარია. რაც არ უნდა მოვლილი იყოს გაზონი, ბუჩქი მაინც თავშესაფარია არა მხოლოდ გველისთვის, იქ თაგვიც, ხვლიკიც და სხვა ბევრი რამ შედის, რაც გველს თავშესაფართან ერთად, საკვებსაც აძლევს. ასევე, სამშენებლო მასალები, სხვა ნივთები, რომლებიც ერთადაა შეგროვებული და მიწაზე ყრია, გველისთვის პოტენციური თავშესაფარია. ამიტომ, აუცილებელია, გარემო შესაბამისად დავასუფთაოთ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.