“იყო ელეგანტური, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თვალში ხვდებოდე. ელეგანტური ადამიანები ამახსოვრდებათ” – მოდის ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლების ციტატები

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

წლების განმავლობაში, სხვადასხვა დიზაინერმა არაერთი გამორჩეული, ახალი და პროგრესული იდეა აჩუქა სამოდელო სამყაროს და მათგან ადამიანები დღემდე იღებენ შთაგონებას. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვეს, მათი რჩევები კვლავ აქტუალური და გასათვალისწინებელია. ამ სტატიაში ცნობილი დიზაინერების, პრესტიჟული გამოცემების რედაქტორებისა და სამოდელო სამყაროში მნიშვნელოვანი ადამიანების გამორჩეულ ციტატებს გაგიზიარებთ, რომლებიც შესაძლოა, ინსპირაციისათვის გამოიყენოთ:

“ნებისმიერი ქალის გარდერობში ელეგანტურობის ზენიტს პატარა შავი კაბა წარმოადგენს, რომელიც მის სიძლიერეზე, გამბედაობასა და დახვეწილობაზე მეტყველებს.” – ანდრე ლეონ ტალი

“ხალხი შემოგხედავთ, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, დაარწმუნებთ თუ არა მათ, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავთ.” – ჰარი უინსტონი

“ვფიქრობ, სილამაზე ყველაფერშია. ყოველთვის რაღაც ლამაზს ვხედავ იმაში, რასაც, როგორც წესი, ადამიანები მახინჯად მიიჩნევენ.” – ალექსანდრ მაკქუინი

- Advertisement -
Ad imageAd image

“ტანსაცმელი სამყაროს ვერ შეცვლის. სამყაროს შეცვლიან ქალები, რომლებიც მას ატარებენ.” – ენ კლაინი

“მოდა ჯავშანია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადარჩე.” – ბილ კანინგემი

“ნუ ჩაეჭიდებით ტენდენციებს. ნუ მისცემთ მოდას უფლებას, დაგიპყროთ. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რისი გამოხატვა გსურთ თქვენი ჩაცმულობითა და ცხოვრების წესით.” – ჯანი ვერსაჩე.

“მინდა, ადამიანებმა კაბა დაინახონ, მაგრამ ქალზე ფოკუსირდნენ.” – ვერა ვონგი

“მოდა მიდის. სტილი კი მარადიულად რჩება.” – ივ სენ-ლორანი

- Advertisement -
Ad imageAd image

“მოდა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ცხოვრებას აუმჯობესებს. ასე, რომ როგორც ყველაფერს, რაც სიამოვნებას განიჭებთ, მასაც ისე უნდა მიაქციოთ ყურადღება.” – ვივიენ ვესტვუდი

“მოდა მხოლოდ კაბები არ არის. მოდა ცაშია, ქუჩებში, ის იდეებთან, იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორ ვცხოვრობთ, რა ხდება ჩვენ ირგვლივ.” – კოკო შანელი

“ტანსაცმელი არაფერს ნიშნავს, ვიდრე მას ვინმე არ მოირგებს.” – მარკ ჯეიკობი

“ბარიერი ყოველდღე უნდა დაარღვიო. მოდა ჩემთვის ყოველდღე იბადება და კვდება.” – ჯანი ვერსაჩე

“ელეგანტურობა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება. ძვირად ღირებული სამკაულები და კოსმეტიკა შედეგს არ მოგცემს, თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებთ.” – კრისტიან დიორი.

“იყო ელეგანტური, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თვალში ხვდებოდე. ელეგანტური ადამიანები ამახსოვრდებათ.” – ჯორჯო არმანი

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “იყო ელეგანტური, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თვალში ხვდებოდე. ელეგანტური ადამიანები ამახსოვრდებათ” – მოდის ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლების ციტატები. 19 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/იყო-ელეგანტური-არ-ნიშნავ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T01:13:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi