Fashion Trust US Awards 2025 – მოდის ახალი ტალანტების აღმოჩენა
მოდის ახალი ტალანტების შოუს Fashion Trust U.S. Awards-ს ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა, ეს გახლავთ მესამე ყოველწლიური დაჯილდოება. რომელიც უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა და მიზნად ისახავს ამერიკელი დამწყები დიზაინერების მხარდაჭერას, აღიარებას და განვითარებას. ღონისძიება მოიცავს გრანტების გადაცემას და მენტორობის პროგრამას, რაც ახალგაზრდებს ეხმარება მოდის ინდუსტრიაში წინსვლაში.
გამორჩეული სტუმრები და წითელი ხალიჩის სტილი
ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჰეილი ბიბერი, ქეით ჰადსონი, ქერი ვაშინგტონი და ჯულია ფოქსი. ჰეილი ბიბერი წარდგა Saint Laurent-ის იისფერი კლასიკური კაბით და სწორედ მან გადასცა საპატიო ჯილდო ამ ბრენდის კრეატიულ დირექტორს, ენტონი ვაკარელოს.
ჯულია ფოქსმა კვლავაც დაამტკიცა, რომ არ ეშინია ექსპერიმენტების – მან მაკიაჟად აირჩია მიმის სტილი და ჩაიცვა Marni-ს თეთრი კაბა შავ-წითელი გრაფიკით, რითაც საზოგადოების ყურადღება ადვილად მიიპყრო.
ფინალისტები და კატეგორიები
დაჯილდოება ოთხ ძირითად კატეგორიაში გაიმართა: მოსაცმელი, სამკაული, აქსესუარები და კურსდამთავრებულთა ჯილდო.
გამარჯვებულებმა მიიღეს არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ერთწლიანი მენტორობა მოდის ინდუსტრიის ლიდერებისგან — ეს მოიცავს ბიზნეს სტრატეგიის, მარკეტინგის, ბრენდინგის და გაყიდვების ტრენინგებს.
Fashion Trust U.S. – მისი და მიზანი
Fashion Trust U.S. არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა ტანია ფარესის მიერ. მისი მისიაა დახმარება და მხარდაჭერა იმ დიზაინერებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე არიან, თუმცა მათში უკვე იგრძნობა კრეატიულობის, ინდივიდუალიზმისა და ხარისხის პოტენციალი.
Fashion Trust US Awards 2025 კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი თაობის მოდის ტალანტების დაფასება და წახალისება. ეს არ არის მხოლოდ დაჯილდოვება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim