დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა — პროექტის დასრულება ზაფხულის ბოლოს იგეგმება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა,  რომლის პროექტის დასრულებაც ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სპორტულ სივრცეებს, მათ შორის ჭიდაობის დარბაზსა და სატრენაჟორო ზონას.

მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის თქმით, მსგავსი სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და მერის საარჩევნო დაპირება იყო.

რა განთავსდება სპორტულ კომპლექსში?

სპორტული კომპლექსი

ახალი ორსართულიანი სპორტული კომპლექსი მოიცავს:

- Advertisement -
Ad imageAd image
  • 700 კვ.მ ჭიდაობის დარბაზს 200-ადგილიანი ტრიბუნით
  • გასახდელებსა და სველი წერტილებს
  • ექიმის, მსაჯების, უსაფრთხოების და ადმინისტრაციის ოთახებს
  • მეორე სართულზე — ფიტნეს დარბაზი, რომელიც მოწყობილია ჭიდაობის ლეიბებისა და ძიუდოს ტატამისთვის
  • საპარკინგე ზონას

სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება და აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტებით.

რას გულისხმობს პროექტის მეორე ეტაპი?

სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება, ხოლო მომდევნო ეტაპი მოიცავს ეზოს კეთილმოწყობასა და ტერიტორიის გამწვანებას. ზაფხულის ბოლოსთვის სპორტული კომპლექსი მზად იქნება ექსპლუატაციისთვის და ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

პროექტის ღირებულება და ორგანიზატორები

პროექტის ღირებულება შეადგენს 5.8 მილიონ ლარს. მშენებლობას ახორციელებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა — პროექტის დასრულება ზაფხულის ბოლოს იგეგმება. 10 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდ-ლილოში-სპორტული-კომპ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi