იაპონიის სანაპიროზე ოკეანემ 4 ვეშაპი გამორიყა. ოკეანემ ვეშაპები ტატეიამას სანაპიროზე გამორიყა.
მეცნიერების განმარტაებით, ვეშაპების სანაპიროზე გამორიყვა გამოწვეულია კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარი 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, რამაც იაპონიაში ცუნამი გამოიწვია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
იაპონიის ზოგიერთ რეგიონს მიწისძვრის გამო 1.5 მეტრის სიმაღლის ცუნამია გადაუარა.
“ზღვის დაკვირვების ფონდის” დირექტორის, პროფესორ პიტერ ევანსის თქმით, შესაძლოა ეს წყალქვეშა ხმაურის გაძლიერებით იყოს გამოწვეული, რაც ვეშაპების დეზორიენტაციას იწვევს.
მისი განმარტებით, ვეშაპები, განსაკუთრებით ღრმა წლოვანი სახეობები, წყალქვეშა ხმაურისგან სმენის დაზიანების მიმართ მგრძნობიარენი არიან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi