ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც 8.7 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრა მოხდა რუსეთის ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაახლოებით 136 კილომეტრის მანძილზე, 19 კილომეტრის სიღრმეზე.
ეს მიწისძვრა ყველაზე ძლიერია 2011 წლის შემდეგ, როდესაც იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9.0-9.1 მაგნიტუდის მეგამიწისძვრა მოხდა.
„მიწისძვრის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელია ფართომასშტაბური სახიფათო ცუნამის ტალღები“, – აცხადებს წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრი.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%aa%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a/
sheniekimi.ge/ambebi
