“ვფიქრობ, ჩვენი სამუშაოს, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების 7-დან 6 ტრილიონამდე შემცირებაა, უდიდეს ნაწილს დათქმულ დროში შევასრულებთ“, – ასე უპასუხა ილონ მასკმა Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობას ეხებოდა.
მასკი ამბობს, რომ ეს “დათქმული დრო“ მაისის ბოლოა, როცა აშშ-ის ბიუჯეტი 6 ტრილიონ დოლარზე საბოლოოდ ოპტიმიზდება და ამის შემდეგ თანამდებობაზე დარჩენასაც აღარ აპირებს.”თუ ეს პროცესი არ შევაჩერეთ, ამერიკის გემი ჩაიძირება””ბიუჯეტის 1 ტრილიონით შესამცირებლად 130 დღე გვჭირდება და თითოეულ დღეში 4 მილიარდი დოლარი უნდა ჩამოვწეროთ. თუ ეს თაღლითობები და გაყალბებები არ შეჩერდა, რის წინააღმდეგ ბრძოლაც ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის გემი ჩაიძირება. აი, რატომ ვაკეთებთ ამას.
მთავრობა ეფექტიანი არ არის, ბევრი გაფლანგვა და თაღლითობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ბიუჯეტის 15%-იანი შემცირება შეიძლება ისე, რომ ამან მნიშვნელოვან სამთავრობო სერვისებზე გავლენა არ მოახდინოს“, – აღნიშნავს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი.
DOGE-ის შეფასებით, 24 მარტის მონაცემებით, დეპარტამენტმა 115 მილიარდი აშშ დოლარის დაზოგვა უკვე შეძლო და ეს სამუშაო ძალების შემცირებით, აქტივების გაყიდვითა და კონტრაქტების გაუქმებით გააკეთა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). “მისიას შევასრულებ და წავალ“ – როდის აპირებს ილონ მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დატოვებას?. 1 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მისიას-შევასრულებ-და-წავ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
