„გასულ წელს იყო ბევრი სირთულე, იყო მნიშვნელოვანი გულისწყვეტებიც. ძალიან ახლო ადამიანიც დავკარგე ამ წელს“ – გიორგი ძოწენიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„გასულ წელს იყო ბევრი სირთულე, იყო მნიშვნელოვანი გულისწყვეტებიც. ძალიან ახლო ადამიანიც დავკარგე ამ წელს“, – ყვება „სარკესთან“ მომღერალი, ჯგუფ „ურსას“ სოლისტი, გიორგი ძოწენიძე. ის ასევე ყვება იმ ემოციებსა და გამოცდილებაზე, რომელიც შოუში „ვინ ვინ არის“ მიიღო.

გიორგი ძოწენიძე: ძალიან მძიმე კოსტიუმი იყო, განსაკუთრებით _ თავის კონსტრუქცია. დიდი თავი იყო და ხშირად ვურტყამდი ან კედლებს, ან ჭერს.  მინოტავრის ცხვირიდან ვიყურებოდი, იქ იყო დამალული თვალები. ძალიან ძნელი იყო ამ ორი წერტილის ცქერა და სცენაზე ორიენტაციის შენარჩუნება, მით უმეტეს, როდესაც ცეკვა იყო ნომერში. ეს ორმაგად ართულებდა საქმეს.

პირველ ლაივზე ძალიან აქტიურად მომიწია ცეკვა, კარგადაც არ ვიყავი ნავარჯიშები ამ კოსტიუმით და რომ დავასრულე ნომერი, შეფასების დროს ძალიან გამიჭირდა სუნთქვა. ცოტაღა დამაკლდა, სცენაზე გული არ წამსვლოდა. მაქსიმალური მობილიზება გავუკეთე ენერგიას, რომ იქ არ დავვარდნილიყავი…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „გასულ წელს იყო ბევრი სირთულე, იყო მნიშვნელოვანი გულისწყვეტებიც. ძალიან ახლო ადამიანიც დავკარგე ამ წელს“ – გიორგი ძოწენიძე. 6 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გასულ-წელს-იყო-ბევრი-სირ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi