მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები – ტალახაძე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე პირველობა არავის დაუთმო და ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

„პირველ რიგში, ჩვენს ბიჭებს მინდა, მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. მადლობა ღმერთს, დამიფასდა მეც, ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, რადგან ისინი არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს და არ მაძლევს საშუალებას, მოვდუნდე და დავნებდე. დავისვენებ და ამ გამარჯვებას შევირგებ. მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები – ტალახაძე. 13 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მინდა-სპორტული-კარიერა-ი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-30T01:13:31+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi