სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისირატომ უნდა გაწმინდოთ სახლში სარკე სტუმრების წასვლის შემდეგ

რატომ უნდა გაწმინდოთ სახლში სარკე სტუმრების წასვლის შემდეგ

აღსანიშნავია, რომ ცხოვრების უმეტეს თუ არა, ნახევარს მაინც სახლში ვატარებთ და შესაბამისად, ბევრი მინიშნება ასოცირდება საოჯახო საქმეებთან. თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, შეამოწმეთ, რას გირჩევთ მინიშნება; ქორწილს გეგმავთ? – დაინტერესდით შესაბამისი რჩევებით და ასე შემდეგ…

– მაგალითად, ყველაზე გავრცელებული ცრურწმენაა, რომ, თუ სარკე გაგიტყდა, უბედურება გელისო…

– დიახ, მაგრამ ამას გარდა, სარკის შესახებ უამრავი რამ არის ცნობილი. ეს მაგიური ნივთი ხომ ყველა ოჯახშია და ბევრი სულ თან ატარებს კიდეც. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, სახლიდან გასვლისას აუცილებლად უნდა ჩაიხედოთ სარკეში. ამით თქვენს ორეულს სახლის დაცვას ავალებს. რაც შეეხება სარკის გატეხას – ეშმაკმა რომ შიგ არ ჩაიხედოს, ნამსხვრევები უნდა შეაგროვოთ და მიწაში ჩამარხოთ. თუ სახლში მიცვალებულია, ყველა სარკე უნდა დაიფაროს, რათა გარდაცვლილის სული სარკის ლაბირინთში არ დაიკარგოს. ბოროტი თვალისგან დასაცავად კი, ნუ ჩაახედებთ ახალშობილს სარკეში… და კიდევ ერთი საინტერესო მინიშნება: სტუმრების წასვლის შემდეგ სარკე გაწმინდეთ ნესტიანი ღრუბლით. თუმცა, ძველი მორწმუნეების აზრით, სახლში სარკე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, რადგან სჯეროდათ, რომ სარკე დიდი ცოდვაა…

– თუმცა, ალბათ, ჰქონდათ უამრავი, სხვა საინტერესო მინიშნებაც…

– დიახ, მაგალითად, თუ ჭიქაში ჩაის ზედაპირზე ბუშტუკები დაცურავს, ეს ფულს ნიშნავს. ამიტომ, ბუშტები კოვზით აუცილებლად ერთად მოაგროვეთ და თავზე დაისხით – ჩვენს დროში ამას, ალბათ, ყველა არ გააკეთებს… სახლში რომ მწერები დიდი პრობლემაა, ყველასთვის ნაცნობი თემაა, მაგრამ მინიშნებები, სულ სხვა რამეს გვეუბნება. მაგალითად, სახლში წითელი ტარაკნები სევდას ნიშნავს, ხოლო შავი – საჩუქარს მიიღებთ. ასევე, მრავალი მინიშნება უკავშირდება ცხოველებს, როგორც გარეულს, ასევე – შინაურს. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ფრინველებს, ცხოველებსა და მწერებს შეუძლიათ უბედურების ან, პირიქით, იღბლის წინასწარმეტყველება. მაგალითად, ყარყატი ბუდეს იმ სახლის სახურავზე იშენებს, სადაც კარგი ხალხი ცხოვრობს და მათთვის ბედნიერება მოაქვს. ამ დროს ყარყატი გრძნობს, რომ არჩეულ შენობაში მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს და თავადაც იქ მკვიდრდება. მაგრამ, სადაც მუდმივი სკანდალები და ბოროტებაა, ვერც ფრინველი და ვერც ცხოველი იქ ფეხს ვერ მოიკიდებს – უარყოფითი ენერგია მათ იქიდან აგდებს. ეს დიდი ხნის წინ შენიშნეს ჩვენმა წინაპრებმა და შემოგვინახეს.

  სოლოლაკი — თბილისის წარსულისა და კულტურის ცოცხალი ამოსუნთქვა

– მტრედი მართლა მშვიდობის „ელჩია“?

– მტრედი ბევრია თბილისში და ხშირად მოფრინავენ კორპუსის ფანჯრებთან. თუმცა მის გამოჩენას ხანძრის საფრთხეს უფრო უკავშირებენ, ანდა, ახალ ამბებს. კოდალას საცხოვრებელთან გამოჩენა კი, ნამდვილად ცუდის ნიშანია – სიკვდილს წინასწარმეტყველებს. თუ თქვენკენ მომავალ საქონელს წინ წითელი ძროხა მოუძღვის, მეორე დღე აუცილებლად მზიანი იქნება, მაგრამ თუ – წინამძღოლი შავია, უიღბლობა გელით. აი, სამფეროვან კატას კი, რომელსაც ასევე, „მდიდარსაც“ უწოდებენ, სახლში სიმდიდრე და კეთილდღეობა შემოაქვს. თუ მერცხლის ბუდეს გაანადგურებთ, ხანძარს ვერ აიცილებთ. ობობას მოკვლა – უბედურების ნიშანია, მამლები თუ მთელი ხმით ყივიან – კარგ ამბავს გაიგებთ, ხოლო გაფხორილი ჩიტი ცუდი ამინდის მაუწყებელია. ძაღლს არ დაარტყათ, თორემ შეიძლება კრუნჩხვები დაგემართოთ.

– სხვა საყოფაცხოვრებო მინიშნებებზე რას გვეტყვით?

– მაგალითად, ვაჭრობასთან დაკავშირებული მინიშნებები ასეთია: პირველი მყიდველი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, თაროდან ჩამოვარდნილი საქონელი პირველი გაიყიდება, რაც შეეხება მყიდველის ანგარიშში მოტყუებას, ეს არაფრით გააკეთოთ – სამჯერ მეტ თანხას დაკარგავთ. თუმცა დღეს მაღაზიებში არცთუ იშვიათად გვატყუებენ და საინტერესოა, სანაცვლოდ თუ ჰქონიათ დანაკარგი? სტუმრად ყოფნისას, სუფრასთან თუ ლუკმა გულზე დაგადგათ, ერთ წელიწადში კვლავ იმ სახლში მოხვდებით. თუ წვეულებაზე ჭიქა წაგექცათ და სასმელი დაღვარეთ, მალე მორიგი ქეიფი გელოდებათ. თუ საჩუქარს არჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ ვერცხლს ცრემლი მოაქვს, ოქროს – კეთილდღეობა, რკინას კი – უბედურება. მჭრელი და ჩხვლეტია საგნების ჩუქებამ კი შეიძლება ჩხუბი გამოიწვიოს, ამიტომ სანამ საჩუქარს გადასცემთ, ჯერ იმით ადრესატს უნდა უჩხვლიტოთ. საფულეს, ჩანთას, ყუთს ცარიელს ნუ დატოვებთ, შიგ რაღაც მაინც უნდა ჩადოთ, თორემ ცხოვრებაშიც სიცარიელეში აღმოჩნდებით. საქორწინო ბეჭედს თუ არ ჩავთვლით, ადრე ბეჭდის ჩუქება განშორების ნიშნად მიიჩნეოდა, მარგალიტის კი – ცრემლის. საინტერესო მინიშნებებია ყვავილების ჩუქებასთან დაკავშირებითაც. რაოდენობა კენტი უნდა იყოს და თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გადატყდა, მფლობელს ავადმყოფობა ან შეიძლება სიკვდილიც კი ემუქრებოდეს. ნაჩუქარი ქოთნის ყვავილი არ იზრდება, ყველაზე დიდხანს კი – მოპარული ძლებს. ხელთათმანები ქალს ქმარმა ან ახლო ნათესავმა უნდა აჩუქოს და არა მამაკაცმა, რომელსაც კარგად არ იცნობს, თორემ მის ტყვედ იქცევა.

  Tbilisi Open Air-ის გამო ლისის ტბისკენ მოძრაობა დროებით იზღუდება — იხილეთ დროებითი გზები და მარშრუტები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.