შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"მითხრეს, რომ მამა დაიწვა. როცა დავინახე კუბო, რა რეაქცია მქონდა აღარ მახსოვს",...

“მითხრეს, რომ მამა დაიწვა. როცა დავინახე კუბო, რა რეაქცია მქონდა აღარ მახსოვს”, — რას იხსენებს ეკა აბესაძე მამაზე

1991 წლის 19 სექტემბერს თბილისელმა ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. მის სასოწარკვეთილ საქციელს უამრავი მოწმე ჰყავს – ადამიანები, რომლებიც ბარიკადებით გაყოფილ თბილისის ცენტრში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გია აბესაძემ სწორედ ბარიკადებზე დატოვა წერილი, რომელშიც თავის შვილს პატიებას სთხოვს. „თუკი ქართველთა შერიგებას და ქვეყნის აღორძინებას მსხვერპლი ჭირდება, დაე ეს მსხვერპლი მე ვიყო. ღმერთმა ქნას, ბოლო…“ – ასე ახსნა ქართველმა ექიმმა თავისი საქციელი.

ეკა იმხანად 10 წლის იყო. მამის საქციელით მაშინაც ამაყობდა და დღესაც გმირობად მიაჩნია თავის დაწვა ქვეყანაში, სადაც თავისუფლება სიძულვილმა დაამარცხა.

“მითხრეს, რომ მამა დაიწვა. სახლში რომ წამიყვანეს მეგონა, კუბოს მაგივრად დამხვდება ცოცხალი მამა… როცა დავინახე კუბო, რა რეაქცია მქონდა აღარ მახსოვს”, — რას იხსენებს ეკა აბესაძე მამაზე

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

  ნახეთ, რომელ საათზე დაიწყება უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი