“მითხრეს, რომ მამა დაიწვა. როცა დავინახე კუბო, რა რეაქცია მქონდა აღარ მახსოვს”, — რას იხსენებს ეკა აბესაძე მამაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

1991 წლის 19 სექტემბერს თბილისელმა ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. მის სასოწარკვეთილ საქციელს უამრავი მოწმე ჰყავს – ადამიანები, რომლებიც ბარიკადებით გაყოფილ თბილისის ცენტრში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გია აბესაძემ სწორედ ბარიკადებზე დატოვა წერილი, რომელშიც თავის შვილს პატიებას სთხოვს. „თუკი ქართველთა შერიგებას და ქვეყნის აღორძინებას მსხვერპლი ჭირდება, დაე ეს მსხვერპლი მე ვიყო. ღმერთმა ქნას, ბოლო…“ – ასე ახსნა ქართველმა ექიმმა თავისი საქციელი.

ეკა იმხანად 10 წლის იყო. მამის საქციელით მაშინაც ამაყობდა და დღესაც გმირობად მიაჩნია თავის დაწვა ქვეყანაში, სადაც თავისუფლება სიძულვილმა დაამარცხა.

“მითხრეს, რომ მამა დაიწვა. სახლში რომ წამიყვანეს მეგონა, კუბოს მაგივრად დამხვდება ცოცხალი მამა… როცა დავინახე კუბო, რა რეაქცია მქონდა აღარ მახსოვს”, — რას იხსენებს ეკა აბესაძე მამაზე

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “მითხრეს, რომ მამა დაიწვა. როცა დავინახე კუბო, რა რეაქცია მქონდა აღარ მახსოვს”, — რას იხსენებს ეკა აბესაძე მამაზე. 21 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მითხრეს-რომ-მამა-დაიწვა-რ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi