ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2030 წელს დედამიწის თანამგზავრზე უპილოტო სადესანტო მოდულ „არგონავტის“ (Argonaut) გაგზავნას გეგმავს, რომელიც საჭირო ტექნიკით იქნება აღჭურვილი, რის შემდეგაც მთვარის მისიის პოტენციალი ეტაპობრივად გაიზრდება.
ინფორმაცია Der Spiegel-ს პილოტირებული და რობოტიზებული კოსმოსური ფრენების დირექტორმა დანიელ ნოიენშვანდერმა გაუზიარა.
„მიზანი მთვარის შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავებაა. ჩვენ გვსურს მივაღწიოთ [დედამიწის თანამგზავრის] სამხრეთ პოლუსს“, – განმარტავს ნოიენშვანდერი. მისივე თქმით, ეს ლოკაცია ყურადღებას იმით იპყრობს, რომ იქ არსებული უხვი მზის შუქი გამოსადეგია ენერგიის გენერირებისთვის, თუმცა, ჯერ კიდევ შესასწავლია, თუ რა რესურსების მოპოვებაა შესაძლებელი მის გარშემო.
ამასთანავე, ნოიენშვანდერმა აღნიშნა, რომ მთვარეზე დასახული მიზნების მისაღწევად ევროპისთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან პარტნიორობა. მოსალოდნელია, რომ პილოტირებული ხომალდის, Artemis-4-ის ბორტზე, რომლის ფრენა მთვარეზე 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, 2 გერმანელი აღმოჩნდება.
ამ პროექტში ESA მჭიდროდ თანამშრომლობს NASA-სთან. მაგალითად, ხომალდ „ორიონის“ ბორტზე, მისია Artemis 2-ის ფარგლებში დამონტაჟებული იყო ESA-ს სერვისული მოდული, რომელიც ხომალდს, სხვა საჭიროებებთან ერთად, ჟანგბადით, წყლითა და ელექტროენერგიით ამარაგებდა.
ამავდროულად, NASA-მ უარი თქვა მთვარის ორბიტაზე სადგურ Gateway-ს აშენების გეგმებზე, მაშინ, როცა ESA სწორედ ამ პროექტს ეყრდნობოდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „მიზანი მთვარის შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავებაა“ – ევროპის კოსმოსური სააგენტო 2040 წლისთვის მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენებას გეგმავს. 16 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მიზანი-მთვარის-შესახებ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
