ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო – დამთვალიერებლებს ადგილზე სპეციალური მანიშნებლები დახვდებათ, რომლის საშუალებითაც სირინგარიუმში აღმოჩნდებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 700-მდე ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 10-მდე სახეობას ითვლის.

ბოტანიკურ ბაღში არსებული ისტორიული იასამნების საკოლექციო ნაკვეთი საქართველოში ყველაზე მასშტაბურ იასამნების კოლექციას წარმოადგენს. 1970 წელს შექმნილი და 2019 წელს განახლებული უნიკალური კოლექცია ასახავს ქვეყნის ბოტანიკურ მემკვიდრეობას და მრავალწლიანი კვლევისა და მოვლის შედეგს. იასამნების მრავალფეროვნება, სურნელი და გაზაფხულის ფერები ბაღს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი დამთვალიერებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

იასამნების საკოლექციო ნაკვეთი ბაღის ცენტრალური შემოსასვლელიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დამთვალიერებლებს ადგილზე სპეციალური მანიშნებლები დახვდებათ, რომლის საშუალებითაც სირინგარიუმში აღმოჩნდებიან.

ეროვნული ბოტანიკური ბაღი იასამნების ყვავილობის სანახავად დამთვალიერებლებს მაისის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო – დამთვალიერებლებს ადგილზე სპეციალური მანიშნებლები დახვდებათ, რომლის საშუალებითაც სირინგარიუმში აღმოჩნდებიან. 16 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ეროვნულ-ბოტანიკურ-ბაღში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi